მომსახურების წესები

1. გამყიდველი

ინდივიდუალური მეწარმე დუდა ელბაქიძე (მცირე ბიზნესის სტატუსი)
საიდენტიფიკაციო კოდი: 01019062524
მისამართი: თბილისი, ზღვის უბანი, მე-10 კვარტალი
ტელეფონი: +995 592 50 57 50
ელ-ფოსტა: support@tsnav.app

2. მომსახურება

TSNav არის ვებ-სერვისი, რომელიც ტელეფონის ლოკაციას იყენებს და ნავიგაციას ტესლას ბრაუზერში აჩვენებს. TSNav დამოუკიდებელი პროდუქტია და Tesla, Inc.-თან კავშირი არ აქვს.

3. უსაფრთხოება

მართვისას ყოველთვის დაიცავი საგზაო მოძრაობის წესები და საგზაო ნიშნები. ნავიგაციის მითითებები მხოლოდ დამხმარეა. სერვისს მართვისას ნუ მართავ ხელით: მისამართი მგზავრობამდე აირჩიე ან მგზავრს სთხოვე. რუკის მონაცემები შეიძლება იყოს არაზუსტი ან მოძველებული.

4. ფასი და გადახდა

პაკეტები: 1 თვე (30 დღე) 5.99 ₾, 3 თვე (90 დღე) 15.99 ₾, 12 თვე (365 დღე) 49.99 ₾. ფასები ლარშია და საბოლოოა. ყველა პაკეტში ყველა ფუნქცია შედის.

გადახდა ხდება Flitt-ის უსაფრთხო გვერდზე ბარათით (Visa, Mastercard), Apple Pay-ით ან Google Pay-ით. ბარათის მონაცემები ჩვენთან არ ინახება. წვდომა წინასწარ არჩეულ პერიოდზე მოქმედებს, ავტომატური განახლება არ ხდება.

5. მიწოდება

TSNav ციფრული სერვისია და ფიზიკური მიწოდება არ ხდება. წვდომა გადახდის დადასტურებისთანავე ჩაირთვება შენს ანგარიშზე: რუკა იხსნება tsnav.app-ზე ტესლას ბრაუზერში, ტელეფონის აპლიკაცია კი უფასოდ ჩამოიტვირთება. პაკეტის ბოლო თარიღი ანგარიშის გვერდზე ჩანს.

6. თანხის დაბრუნება

გადახდიდან 14 დღის განმავლობაში თანხა სრულად დაგიბრუნდება, თუ სერვისი ტექნიკური მიზეზით ვერ იმუშავებს და ვერ გამოვასწორებთ. დაბრუნება ხდება იმავე ბარათზე, 10 სამუშაო დღეში. მოთხოვნა გამოგზავნე support@tsnav.app-ზე: მიუთითე ანგარიშის ელ-ფოსტა და პრობლემის მოკლე აღწერა.

7. პასუხისმგებლობა

სერვისი მოწოდებულია „როგორც არის“. TSNav არ აგებს პასუხს იმ ზიანზე, რომელიც ნავიგაციის მითითებების გამოყენებით შეიძლება მიიღო.

8. რუკის მონაცემები

რუკა © OpenStreetMap-ის მონაწილეები, OpenMapTiles, OpenFreeMap. მარშრუტი Valhalla, საცობები Mapbox, ორთოფოტო Esri, ძებნა Photon და TomTom.