Tesla-ს ნავიგაცია საქართველოში

ნავიგაცია შენი ტესლას ეკრანზე

ტესლას ჩაშენებული ნავიგაცია საქართველოში არ მუშაობს. TSNav ამ პრობლემას აგვარებს: სრულფასოვანი რუკა, ნავიგაცია ქართული ქუჩების დასახელებით და ხმოვანი მითითებებით.

  • მოდელებიModel S · 3 · X · Y
  • ეკრანივერტიკალური და ჰორიზონტალური
  • ენაქართული ძებნა და მითითებები
  • ფასი5.99 ₾ თვეში

დააკავშირე ტელეფონი

TSNav აპლიკაცია ტელეფონის GPS-ს მანქანის ეკრანს ფონურ რეჟიმში უგზავნის, ჩაკეტილი ეკრანითაც. დაკავშირებას ერთი წუთი სჭირდება და მხოლოდ ერთხელ.

01

ჩამოწერე აპლიკაცია

TSNav აპლიკაცია iPhone-ისა და Android-ისთვისაა. ის იმავე ანგარიშით მუშაობს, რომელიც საიტზე შექმენი.

  1. TSNav აპლიკაცია: დაკავშირების ეკრანი
    02

    შეიყვანე კოდი

    ტესლას ეკრანზე ან საიტის ანგარიშის გვერდზე 6-ნიშნა კოდი გამოჩნდება. ჩაწერე ის აპლიკაციაში და ტელეფონი შენს ანგარიშს მიებმება.

  2. TSNav აპლიკაცია: ლოკაციის ნებართვა
    03

    დაუშვი ლოკაცია „ყოველთვის“

    ჯერ აირჩიე „აპლიკაციის გამოყენებისას“, შემდეგ „ყოველთვის დაშვება“. ასე ლოკაცია ჩაკეტილი ტელეფონითაც გაიგზავნება.

  3. TSNav აპლიკაცია: GPS იგზავნება მანქანაში
    04

    გახსენი რუკა ტესლაში

    აპლიკაცია ამას თავად გაიგებს და ზუსტ რეჟიმზე გადავა: „GPS იგზავნება მანქანაში“. ტელეფონი შეგიძლია ჯიბეში ჩაიდო.

Android-ის აპლიკაცია უკვე შეგიძლია ჩამოტვირთო საიტიდან. iPhone-ის აპლიკაცია მალე გამოჩნდება App Store-ში.

სამი ნაბიჯი

მომზადებას ხუთი წუთი სჭირდება, შემდეგ კი მხოლოდ მისამართს ირჩევ.

  1. 01

    გახსენი ტესლაში

    დარეგისტრირდი და აირჩიე პაკეტი. შემდეგ ტესლას ბრაუზერში გახსენი tsnav.app და შედი ანგარიშში. მანქანა მას დაიმახსოვრებს.

  2. 02

    დააკავშირე ტელეფონი

    დააყენე TSNav აპლიკაცია და ერთხელ შეიყვანე ტესლას ეკრანზე ნაჩვენები კოდი. შემდეგ ტელეფონი მანქანას თავად უკავშირდება.

  3. 03

    აირჩიე მიმართულება

    მოძებნე მისამართი ან დააჭირე რუკას, აირჩიე მარშრუტი და გაემართე.

რაც გზაზე გჭირდება

არაფერი ზედმეტი: ეკრანზე მხოლოდ ის ჩანს, რაც მართვისას ერთი შეხედვით უნდა წაიკითხო.

ცოცხალი ლოკაცია
ისარი გლუვად მოძრაობს და გზას მიჰყვება, GPS-ის ხტუნაობის გარეშე.
ხმოვანი მითითებები
„200 მეტრში მოუხვიე მარჯვნივ“ ქართულად, ქუჩის სახელებით, ტესლას დინამიკებში.
მოხვევები და ზოლები
დიდი, შორიდან წასაკითხი მითითებები და რომელ ზოლში უნდა დადგე.
საცობების გათვალისწინებით
ჩასვლის დრო მიმდინარე საცობებით ითვლება. საცობების ფენა რუკაზე ერთი ღილაკით ირთვება.
სამამდე მარშრუტი
ყველაზე სწრაფი ყოველთვის პირველია. აირჩიე სიიდან ან პირდაპირ რუკიდან.
გაჩერებები გზაზე
რამდენიმე წერტილი ერთ მარშრუტში. თანმიმდევრობას გადათრევით ცვლი.
ავტომატური გადათვლა
თუ გზას გადაუხვიე, ახალი მარშრუტი რამდენიმე წამში გამოითვლება.
სიჩქარის ლიმიტი
სადაც ლიმიტი ცნობილია, ის სიჩქარის გვერდით ჩანს. გადაჭარბებისას სიჩქარე წითლდება.
ძებნა ქართულად
ქუჩა, მისამართი ან ადგილი, ქართულად ან ლათინურად.
სახლი და ფავორიტები
ხშირი მისამართები ანგარიშში ინახება და ყველა მოწყობილობაზე ჩანს.
ძველ მოდელებზეც
რუკის რეჟიმი მანქანას ერგება. ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ეკრანებზე.
დღე და ღამე
მზის ჩასვლისას რუკა თავად გადადის მშვიდ, მუქ ფერებზე.

ფასი

ყველა პაკეტში ყველა ფუნქცია შედის. პაკეტი ავტომატურად არ გრძელდება.

კითხვები

რომელ ტესლაზე მუშაობს?

ყველა ტესლაზე, რომელსაც ბრაუზერი აქვს: Model S, 3, X და Y. ძველ მოდელებზე შეგიძლია აირჩიო მსუბუქი რუკა, რომ სწრაფად იმუშაოს.

ტელეფონში აპლიკაცია უნდა დავაყენო?

კი, TSNav-ის აპლიკაცია Android-ისა და iPhone-ისთვის. ის ლოკაციას ჩაკეტილი ეკრანითაც აგზავნის და ტელეფონი შეგიძლია ჯიბეში ჩაიდო. აპლიკაციის გარეშე ტელეფონის ბრაუზერიც გამოდგება, თუ მგზავრობისას გვერდი ღია დარჩება.

რამდენი ტელეფონის დაკავშირება შეიძლება?

ერთის. ახალი ტელეფონის დაკავშირებისას წინა ავტომატურად ითიშება. რუკის გახსნა ნებისმიერ ეკრანზე შეგიძლია.

რამდენად ზუსტია ჩასვლის დრო?

დრო მიმდინარე საცობების გათვალისწინებით ითვლება და მგზავრობისას ზუსტდება, შენი რეალური სიჩქარის მიხედვით.

სად ისმის ხმოვანი მითითებები?

ტესლას დინამიკებში. რუკაზე ხმის ღილაკით შეგიძლია გამორთო და ისევ ჩართო.

რამდენ ინტერნეტს ხარჯავს?

ტელეფონიდან მხოლოდ კოორდინატები იგზავნება, რაც ძალიან ცოტაა. რუკას ტესლა ტვირთავს და ნანახ ადგილებს ინახავს.

ტესლას ინტერნეტი არ აქვს. რა ვქნა?

ტესლა ტელეფონის hotspot-ს დაუკავშირე. საქართველოში მფლობელების უმეტესობა ასე იყენებს.

როგორ გავაუქმო?

გასაუქმებელი არაფერია. პაკეტი ავტომატურად არ გრძელდება და ვადის ამოწურვის შემდეგ ჩერდება.

კონტაქტი

გაქვს კითხვა, იდეა ან რამე არ მუშაობს? მოგვწერე ელ-ფოსტაზე ან Facebook-ზე და გიპასუხებთ.

ნავიგაცია შენს ტესლაში, დღესვე.

5.99 ₾-დან თვეში. ავტომატური განახლების გარეშე.