Android
TSNav აპლიკაცია Android-ისთვის
აპლიკაცია ტელეფონის ზუსტ GPS-ს ტესლას ეკრანზე გადასცემს. დაყენებას ორი წუთი სჭირდება. Google Play-ში გამოჩენამდე ჩამოტვირთე პირდაპირ აქედან.
დაყენების ინსტრუქცია ფოტოებითკომპიუტერიდან კითხულობ? გახსენი tsnav.app/android ტელეფონის ბრაუზერში.
როგორ დავაყენო
წითელ ჩარჩოშია ის, რასაც უნდა დააჭირო.
-
01
დააჭირე „ჩამოტვირთვას“.
-
02
დააჭირე Download anyway.
-
03
დააჭირე Install. თუ ტელეფონი ნებართვას მოითხოვს, ჩართე „ამ წყაროდან დაშვება“ და დაბრუნდი.
-
04
თუ Play Protect გამოჩნდა, დააჭირე More details.
-
05
დააჭირე Install anyway.
დააკავშირე ანგარიშთან
გახსენი TSNav, შეიყვანე ტესლას ეკრანზე ან ანგარიშის გვერდზე ნაჩვენები 6-ნიშნა კოდი და დაუშვი ლოკაცია „ყოველთვის“.
რატომ ჩნდება გაფრთხილება
Google ასე აფრთხილებს ყველა აპლიკაციაზე, რომელიც Google Play-დან არ ყენდება. ფაილი ჩვენი საიტიდან მოდის და TSNav-ის გასაღებითაა ხელმოწერილი.
განახლებები
ახალი ვერსიის გამოსვლისას აპლიკაცია თავად შეგატყობინებს. დააჭირე „განახლებას“ და დააყენე ძველის თავზე. ანგარიში და პარამეტრები შენარჩუნდება.