პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

ბოლო განახლება: 29 სექტემბერი, 2026

ეს პოლიტიკა აღწერს, რა პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს TSNav (tsnav.app), რა მიზნით, ვის უზიარებს და რა უფლებები გაქვთ. მონაცემებს ვამუშავებთ საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ შესაბამისად.

1. მონაცემთა დამმუშავებელი

ინდივიდუალური მეწარმე დუდა ელბაქიძე (მცირე ბიზნესის სტატუსი)
ელ-ფოსტა: support@tsnav.app

TSNav დამოუკიდებელი სერვისია და Tesla, Inc.-თან კავშირში არ არის.

2. რა მონაცემებს ვამუშავებთ და რატომ

მონაცემიმიზანისაფუძველი
ელ-ფოსტა, სახელი, პაროლი (მხოლოდ დაშიფრული ჰეშის სახით, PBKDF2)ანგარიშის შექმნა და შესვლახელშეკრულების შესრულება
გამოწერის პაკეტი, თანხა, თარიღი, გადახდის სტატუსი და გადახდის პროვაიდერის ტრანზაქციის ნომერიგადახდის აღრიცხვა და წვდომის მართვახელშეკრულების შესრულება, კანონით დადგენილი ვალდებულება
დაკავშირებული ტელეფონის დასახელება (მაგ. „Pixel 8 · Android“) და ბოლო აქტივობის დროტელეფონის ანგარიშთან დაკავშირება და კავშირის მართვახელშეკრულების შესრულება
შენახული მისამართები (სახლი, სამსახური, ფავორიტები), მხოლოდ თუ თავად შეინახავთსწრაფი ნავიგაცია ხშირ მისამართებზეხელშეკრულების შესრულება
ტელეფონის ლოკაცია (კოორდინატები, სიზუსტე, სიჩქარე, მიმართულება)ნავიგაცია თქვენი მანქანის ეკრანზეხელშეკრულების შესრულება, თქვენი თანხმობა ტელეფონზე ლოკაციის ნებართვის სახით
საძიებო ფრაზები, მარშრუტის საწყისი და საბოლოო წერტილებიმისამართის ძებნა და მარშრუტის გამოთვლახელშეკრულების შესრულება
ტექნიკური ჩანაწერები (მოთხოვნის დრო, მისამართი, IP მისამართი, შეცდომები)სერვისის უსაფრთხოება და გამართვალეგიტიმური ინტერესი

ბარათის მონაცემებს ჩვენ არ ვიღებთ და არ ვინახავთ: გადახდა მუშავდება გადახდის პროვაიდერის (Flitt) დაცულ გვერდზე.

3. ლოკაცია

4. ვის ვუზიარებთ

მონაცემებს არ ვყიდით და სარეკლამო მიზნით არ ვიყენებთ. სერვისის მუშაობისთვის ვიყენებთ შემდეგ პროვაიდერებს, რომლებიც მონაცემებს მხოლოდ მითითებული მიზნით იღებენ:

პროვაიდერირისთვისრა მონაცემს იღებს
Cloudflare, Inc.ჰოსტინგი, მონაცემთა ბაზა, რეალური დროის კავშირიანგარიშის მონაცემები, ლოკაციის ნაკადი, ტექნიკური ჩანაწერები
Flittგადახდაგადახდის თანხა და შეკვეთის ნომერი; ბარათის მონაცემებს თქვენ პირდაპირ Flitt-ს აწვდით
Contabo GmbH (გერმანია)ჩვენი მარშრუტების სერვერის ჰოსტინგიმარშრუტის წერტილები
Mapbox, Inc.საცობების გათვალისწინებით ჩასვლის დრო და საცობების ფენამარშრუტის საწყისი და საბოლოო წერტილები
Komoot (Photon), TomTomმისამართების ძებნასაძიებო ფრაზა და მიახლოებითი ლოკაცია შედეგების დასალაგებლად
Microsoft Azure (ევროკავშირი)ხმოვანი მითითებებიმითითების ტექსტი (მაგ. „200 მეტრში მოუხვიე მარჯვნივ“), ლოკაციის და ანგარიშის გარეშე
OpenFreeMap, Esriრუკის და ორთოფოტოს ფილებირუკის ის უბანი, რომელსაც ეკრანზე ათვალიერებთ

ზოგი პროვაიდერი მონაცემებს საქართველოს ფარგლებს გარეთ ამუშავებს (ევროკავშირი, აშშ). ასეთ შემთხვევაში ვირჩევთ პროვაიდერებს, რომლებიც მონაცემთა დაცვის შესაბამის გარანტიებს უზრუნველყოფენ. მონაცემებს გავცემთ სახელმწიფო ორგანოზე მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

5. შენახვის ვადები

6. უსაფრთხოება

7. ქუქი-ფაილები და მოწყობილობაზე შენახული მონაცემები

ვიყენებთ მხოლოდ აუცილებელ ქუქი-ფაილს შესვლის სესიისთვის. სარეკლამო და თვალთვალის ქუქი-ფაილებს არ ვიყენებთ. თქვენს ბრაუზერში ინახება პარამეტრები (თემა, რუკის ფენა, ხმა), ბოლო ძებნები და მიმდინარე მგზავრობა. მათი წაშლა ბრაუზერის პარამეტრებიდან შეგიძლიათ.

8. თქვენი უფლებები

კანონის შესაბამისად, უფლება გაქვთ:

მოთხოვნისთვის მოგვწერეთ: support@tsnav.app. გიპასუხებთ კანონით დადგენილ ვადაში. ტელეფონის გათიშვა ანგარიშის გვერდიდანაც შეგიძლიათ.

9. არასრულწლოვნები

სერვისი განკუთვნილია სრულწლოვანი მძღოლებისთვის. 18 წლამდე პირების მონაცემებს შეგნებულად არ ვამუშავებთ.

10. ცვლილებები

პოლიტიკის არსებითი ცვლილების შემთხვევაში განახლებულ ვერსიას ამ გვერდზე გამოვაქვეყნებთ და რეგისტრირებულ მომხმარებლებს ელ-ფოსტით ვაცნობებთ.